უცხოეთი
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 478 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 478 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 116.13 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 10 124 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2 581 976-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში ბოლო ერთ დღეში ახალი შემთხვევების 52 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

1tv.ge