რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ღარიბაშვილი - შანსი საქართველოსთვის, შეწყვიტოს შფოთვა და დაიწყოს ცხოვრება!

     დეილ კარნეგის ბესტსელერი როგორ შეწყვიტოთ შფოთვა და დაიწყოტ ცხოვრებაყველაზე სასარგებლო წიგნია ქართველებისთვის ბიბლიის შემდეგ, რადგან ჩვენ ვერ დავძლიეთ ყალბი შიშები, რომლებიც ჩაგვინერგეს დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კატეგორიის ადამიანებმა (როგორ მოხდა, რომ აღმაშენებლის, გორგასლისა და თამარის, შოთას, ვაჟასა და ილიას მიწაზე დაიწყო კოლაბორაციონისტების - სააკაშვილის, უგულავასა და ბურჯანაძის, ათასი ჯურის ოქრუაშვილის, ოქუაშვილისა და ოქრიაშვილის ფარფაში? რას უპასუხებს აბაშიძეირაკლის ვაჟი, თუ კულუარებში კარასინი მოულოდნელად დაუსვამს მსგავს შეკითხვას?).

   შიში - "ოკუპანტი" რუსეთისა და "კურატორი" დასავლეთის წინაშე, შიში უპოვრად, უმუშევრად, სნეულად სიკვდილისა, მოკვლის ან დაპატიმრების შიში ... ეს არის საქართველო, რომლითაც დასავლეთში აღფრთოვანებული იყვნენ - აქაოდა, საქართველოში გამოგვივიდაო! 2011 წელს დასავლეთი შოკირებული დარჩა - „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილი სადისტი აღმოჩნდა! გავიდა 10 წელი და დღეს, 2021 წელს, დასავლეთი ხელმეორედ ჩავარდა შოკში - სააკაშვილის ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და სცადა შენობის ხელში ჩაგდება! და რომ სააკაშვილის სათამაშო - ვინმე ნიკანორი - უარს ამბობს ელექტრონული სამაჯურის ტარებაზე, რომელიც გუშინწინ თვინიერად გაიკეთა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლამ. სარკოზის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კორუფციისთვის, მაგრამ ჯერ არ გამოუძიებიათ, თუ რამდენი გადაუხადა მას სააკაშვილმა, რათა პუტინმა იგიერთი ადგილითარ ჩამოეკიდა! დასავლეთს ასევე უკვირს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი გაიქცა და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ციხეში არ მოხვედრილიყო...

   ანტიქართული სუბიექტების კატეგორია, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სოლიდურ ფასად ახალი გურუ - ვინმე პავილიონისი შეიძინეს, მიზანმიმართულად ანადგურებენ ყველა ერთობას, რაც ქართველების იდენტიფიცირებას ახდენდა და აერთიანებდა ერთ ქართულ ეთნოსად. „მართლმადიდებლობის მხარდაჭერა არის რუსეთისა და კგბ- მეთოდები! " - "გლავკანალის" ჩასუქებულმა მზარეულმა, ბუხარზე დასკუპული ფაიფურის ბულდოგის ჩლუნგი თვალებით, გუშინწინ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილსა და პატრიარქ ილია მეორეს, რომელთანაც ახალი პრემიერი აუდიენციაზე მივიდა, კაგებეშნიკები და რუსი ჯაშუშები უწოდა! პტინის აგენტად ნათლავდნენ ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს ეკლესიები განადგურებისაგან იხსნა და ააშენა წმიდა სამების საკათედრო ტაძარი. შეურაცხჰყვეს ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები, წაბილწეს დიდი სამამულო ომის გმირთა საფლავები - მათი ორდენები ფაშისტურ სიმბოლოებს გაუთანაბრეს! რუსეთში სტალინის ღირსების დაცვის ნაცვლად, რომელიც მარტოც ეყოფოდა ქართველებს საამაყოდ, რომ არ ყოფილიყვნენ ქართველი გმირები და გენიოსები, გენერალისიმუსის ძეგლი აიღეს მის მშობლიურ გორში. და თუ უწინ საქართველოში საპატივსაცემო სტუმრები ამაყად მიჰყავდათ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გამარჯვების პარკში, ახლა პავილიონისები დაჰყავთ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზზე! ნუთუ ქართველებმა უნდა იამაყონ, რომ ისინი დაამარცხეს, დაამცირეს, წაართვეს მიწები და მავთულხლართები გადაუჭიმეს გლეხების ბოსტნებზე?!

   გაასუფთავეს რა ქართველების ცნობიერება "tabula rasa"-ს დონეზე, დასცინეს რა ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ ქორწინებას, ისინი შეეცადნენ ქართველი ერის მერხთან დაესვათ და ეიძულებინათ ყველაფერი თავიდან დაეწყო. ამერიკის პრეზიდენტები ფიცს დებენ ბიბლიაზე, სადაც ნათქვამია, რომ ქორწინება არის მამაკაცის და ქალის კავშირი. გამოდის, ისინი ატყუებენ ამერიკელ ხალხს?!”, – პუტინმა მოიყვანა ეს მაგალითი, როდესაც საუბრობდა ყველაფერი დასავლურის უპირობოდ გადაღების დაუშვებლობაზე, და ამავდროულად გაიხსენა ეთნოგენეზის პასიონარული თეორია. მაგრამ განა ეს მხოლოდ რუსეთისა და რუსებისთვის არის აქტუალური? მითხარით, გეთაყვა, სად იმყოფება დღეს საქართველო გუმილიოვის თეორიის თანახმად - განვითარების სტადიაზე, პიკზე, თუ დეგრადაციის და გარდუვალი გადაშენების სტადიაზე? ვშიშობ, რომ ამ უკანასკნელზე, თუკი ქართველები ვერ დაამარცხებენ თავიანთ შიშს, თუ დაკარგავენ თავიანთ ძალებისა და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ბედის რწმენას!

   ამიტომ დღეს საკითხი საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას კი არ ეხება, არამედ ქართული ეთნოსის გადარჩენას, არც მეტი – არც ნაკლები! მით უმეტეს, რომ ეგზალტირებული გაერთიანებული ოპოზიცია, ისტორიული მემკვიდრეობის ნაცვლად, უკვე თავის "მემკვიდრეობას" გვტენის - ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომელთა ნაკლოვანი ფსიქიკა მშობლების მანკიერმა მენტალიტეტმა დაამახინჯა. რატომ უხაროდა მთელ საქართველოს, როდესაც გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისის შუშები დალეწეს? რატომ, ვინც ეს გააკეთა, დამალვას არ ჩქარობდა? ასე რომ, სწორედ ქართველი ერის ერთიანობისთვის უნდა შეწყდეს სააკაშვილის პარტიის რეგისტრაცია - მანამ, სანამ ეს ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს! როგორც პატიოსან ხალხს ეშინოდა ქუჩაში გამოსვლის სააკაშვილის რეჟიმის დროს, დაე დღეს ნაცმოძრაობისორი ათეული აქტივისტი დაჯდეს სახლში და დაფიქრდეს თავის საქციელზე! ვიმეორებ - იმისთვის, რომ შეშფოთება შეწყვიტოთ და ცხოვრება დავიწყოთ, საქართველოში ხელახალი არჩევნები კი არ უნდა გამოცხადდეს, არამედ რეგისტრაცია შეუწყდეს პარტიაერთიან ანციონალურ მოძრაობას(დანარჩენი თავისით გაქრება). და ამის გაკეთება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მეთაურსირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, რომელიც პრემიერმინისტრად ტყუილუბრალოდ როდი დააბრუნაქართულმა ოცნებამ.

   დასასრულ, მინდა კიდევ ერთი შიში გავაქარწყლო - აქაოდა, დასავლეთი დაგვლანძღავსო! ახლა თუ დასავლეთში პავილიონისს ვგულისხმობთ, მაშინ დიახ, ის ვერასდროს გაუგებს ქართველებს, მაგრამ აი რა განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს, რომელზეც საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილებოდა: ჩემი აზრით, არარეალურია მოლოდინები, რომ უახლოეს ორ კვირაში ვინმე ვაშინგტონიდან თბილისში სასწრაფო ვიზიტით ჩამოვა... არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ქართველებმა თავად უნდა მიიღონ, მათ ნაცვლად საქართველოს მეგობრებმა უნდა მიიღონ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს მთლიანად მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს!".

   დაბოლოს - სენსაცია, რომლის შესახებაც "რატომღაც" კრინტი არ დაუძრავს სააკაშვილს ოთხივე ტელეარხს: "აშშ შეწყვეტს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დანერგვას ძალით, რეჟიმების დამხობას და სამხედრო ინტერვენციების მოწყობას. ჩვენ ხელს არ შევუწყობთ დემოკრატიის გავრცელებას ძვირადღირებული სამხედრო ინტერვენციების მეშვეობით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალით დამხობის მცდელობებით. ჩვენ ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ. კეთილი განზრახვების მიუხედავად, ამან არ იმუშავა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას მიეძღვნა. როგორც „Financial Times“– მა აღნიშნა, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს შექმნას ახალი საგარეო პოლიტიკა, რომელიც განსხვავდება მისი წინამორბედი დონალდ ტრამპის იზოლაციური და ნაციონალისტური პოზიციისგან. აშშ ბაიდენის მმართველობისას შეეცდება დარჩეს წამყვან პოზიციაზე მსოფლიოში და ამასთან, თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომ ქვეყანა მოქმედებს, როგორც გლობალური პოლიციელი, რომელიც სხვა ქვეყნების საქმეებში ერევა“.

   ხომ კარგად გაიგეთ, ქართველოებო?! ამიტომ, ბატონო პოლიტიკოსებო, შეწყვიტეთ ყველაფრის დაბრალება აშშთვის, კარგისა და ცუდისაც, თუ თქვენ გააკეთებთ იმას, რაც ხალხს სურს, არავინ გზაზე არ გადაგეღობებათ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 5 მარტი
საქართველო, თბილისი