აქტუალური
ცრუ განგაში სამომხმარებლო ბაზარზე?!

product3სურსათის უვნებლობის სამსახურის ამოქმედებამდე საქართველოში წარმოებული პროდუქციის უხარისხობაზე მრავალგზის საუბრის ფონზე ჩატარებული კვლევის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა უკვე 100 კომპანია შეამოწმა. მათ მიმართ განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა. უფრო მეტიც, თურმე ამ მიმართულებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, უპირატესობაც გვაქვს, რადგან საქართველოში უხარისხო ნაწარმისგან ადამიანის სიკვდილი არ დაფიქსირებულა. კვლევის არაობიექტურობაში ეჭვი არც არასამთავრობო ორგანიზაცია „მომხმარებელთა ფედერაციის“ წარმომადგენლებს შეაქვთ, იმ მოტივით, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურს ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევის ჩატარების რესურსი აქვს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებას მაინც გეგმავს.

კვლევის შედეგების მიუხედავად, მომხმარებელი მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახური ჯერ მხოლოდ საექსპორტო წარმოების პროდუქციის შემოწმებითაა დაკავებული. ადგილობრივი ბაზარი კი კვლავ უკონტროლოა.