სამართალი
ენმ–ს გორის ოფისზე თავდასხმისთვის შსს-მ ოთხი პირი დააკავა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე 2 მარტს მომხდარი თავდასხმისთვის შსს-მ ოთხი პირი დააკავა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბადრი ბასიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოფისზე თავდასხმაში მინიმუმ 4 მამაკაცი მონაწილეობდა და ისინი ოფისს ქვებსაც ესროდნენ.

ბასიშვილის მტკიცებით, ოფისის „დარბევის“ უკან „წახალისებული ოცნების აქტივისტები“ იდგნენ.

ინციდენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით განახლებული მოლაპარაკებების დაწყდებიდან ერთ დღეში მოხდა.