აქტუალური
ევროკავშირის შუამავლობით განახლებული დიალოგისას ექვს საკითხზე იმსჯელეს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. „რადიო თავიუფლებამ“ იმ საკითხების ექვსპუნქტიანი ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებზეც მათი ცნობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევოპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით 1 მარტს განახლებული დიალოგის ფორმატში იმსჯლეს. ესენია:

ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;

პოლიტიკური მართლმსაჯულება, მათ შორის, სავარაუდო პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრა;

პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, აგრეთვე პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას გულისხმობს;

პოტენციური ახალი არჩევნები და ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება;

ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და 15 მარტს, ევროკავშრი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის გადამოწმება.