აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.3255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0101 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.0322 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0221 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.