უცხოეთი
„შეცდომაში შემიყვანეს“: ფაშინიანმა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით თავი იმართლა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმიგავრცელებული ცნობით, კრემლი დააკმაყოფილა ერევნიდან მიღებულმა ინფორმაციამ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების თაობაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთი პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს „ისკანდერებთან“ დაკავშირებით, იუწყება სააგენტო „Sputnik–სომხეთი“.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა სომხეთისთვის მიწოდებული რუსული „ისკანდერების“ ხარისხი. მისი განცხადებები საექსპერტო წრეებში (და არა მარტო) რუსული იარაღის დისკრედიტაციად და მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეფასდა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება „ისკანდერების“ სისტემის გამოყენების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა“, — წერს სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებული ცნობებისა და ფაქტების შეჯერების საფუძველზე ფაშინიანი მივიდა დასკვნამდე, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ, არსებული ცნობით, კრემლი დააკმაყოფილა ერევნიდან მიღებულმა ინფორმაციამ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების თაობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ამ საკითხში აღდგენილია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ისკანდერების“ სკანდალი

გასულ კვირაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას რუსული „ისკანდერების“ რაკეტები ან არ ფეთქდებოდა, ან მხოლოდ 10%-ით ფეთქდებოდა. ასეთი რეაქცია გამოავლინა მან სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სომეხ სამხედროებს შეეძლოთ „ისკანდერები“ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გამოეყენებინათ.

პრემიერის ამ განცხადებას მორიგი კრიზისი მოჰყვა ერევანში. მედიასაშულებების ინფორმაციით, სომხეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ დასცინა ფაშინიანს აღნიშნული განცხადების გამო, რისთვისაც თანამდებობიდან გადააყენეს კიდეც. მის კვალდაკვალ პოსტიდან წასვლა ასევე შესთავაზეს გენშტაბის მეთაურსაც. ამის შემდეგ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავად ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს, რაც პრემიერმა გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ამის პარალელურად ოპოზიციამ კარვები გაშალა პარლამენტის წინ. ისინი არ აპირებენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას და კვლავაც მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

sputnik-georgia.com