უცხოეთი
ნიკოლა სარკოზის აპატიმრებენ: სასამართლომ ექს-პრეზიდენტს რეალური ვადა შეუფარდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმიროგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში მათ უფლებამოსილებები შეუკვეცა.

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში, რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იუწყება BFM TV.

გავრცელებული ინფორმაციით, აქედან ერთი წელი რეალურია, ხოლო ორი — პირობითი.

გარდა ამისა, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედებოდა ის ფაქტიც, რომ ის უკანონოდ ცდილობდა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლისგან ინფორმაციის მიღებას კომპანია L’Oreal-ის დამფუძნებლის ლილიან ბეტანკურის მიერ მისი საპრეზიდენტო კამპანიის არალეგალური დაფინანსების შესახებ.

სარკოზი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2012 წელს დატოვა, მანამდე უკვე იყო ეჭვმიტანილი კორუფციაში. საფრანგეთში ამ დროისათვის კვლავ მიმდინარეობს გამოძიება 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მიერ.

როგორც თავად საფრანგეთის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები — მოსამართლეების შურისძიებაა იმის გამო, რომ მმართველობის პერიოდში მათ უფლებამოსილებები შეუკვეცა.

sputnik-georgia.com