პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დანიშნა.

კარიერული დიპლომატი დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2018 წლიდან მსახურობს, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროსაც იყო. იგი მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ამ თანამდებობაზე 21 იანვარს დანიშნა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ვიცე-პრემიერის პოსტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომიდან მეორე დღეს, 19 თებერვალს დატოვა. მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2018 წლი ივლისს დაინიშნა.