სამართალი
ჰელსინკის კომისია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომისიის ლიდერები ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას აკრიტიკებენ. შესაბამის განცხადება ხელს აწერენ: ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი.

„როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, აგრესიის ნაცვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.