სამართალი
ვახტანგ გომელაური - ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის სასამართლოს განჩინება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.