უცხოეთი
რუსეთში ფრინველის გრიპის ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთში ფრინველის გრიპის, H5N8-ს ადამიანზე გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა რუსეთის სამხრეთ, ნაწილში ერთ-ერთ ქარხანაში დაფიქსირდა.

გრიპი ქარხანაში მომუშავე 7 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ახლა თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას იზოლაციაში განაგრძობენ.

H5N8 შტამის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

გამოცემა წერს, რომ ფრინველის გრიპი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ნაკლებად გადამდებია და ადამიანებში იშვიათად ვრცელდება. ბოლო ათწლეულებში ადამიანებში 2 სახის ფრინველის გრიპი H5N1 და H7N9 გავრცელდა.

interpressnews.ge