15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში ღვთიური სიბრძნე გაგვიზიარა. როგორც იესომ შეუნდო თავის მოღალატე მოწაფეს – მოციქულ იუდა ისკარიოტელს, ასე შეუნდო ილია მეორემ ჭყონდიდის მიტოპოლიტ პეტრე ცაავას, რომელსაც წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობა ჩამოერთვა პატრიარქის წარმოუდგენელი შეურაცხყოფისთვის. „მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას.. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესათვის...“, – ბრძანა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის 88 წლის წინამძღოლმა და ცაავას უწინდებურად „მეუფედ“ იხსენიებდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილების ოჯახის სულიერმა მამამ შეეცადა უპრეცედენტო განხეთქილება შეეტანა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და პატრიარქი "ემხილებინა" წარმოუდგენელ ცოდვებში, პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით.
მაგრამ საერო ხელისუფლების მეთაურს არ აქვს ისეთი უფლებები, რომლებიც ღმერთმა ქართველი ერის სულიერ მამას მიანიჭა: პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას არ ჰქონდა უფლება ეპატიებინა ქართველი “ნავალნის“ - ნიკანორ მელიასთვის და შეენდო ცოდვები სააკაშვილის ექსმმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის"... პრემიერის მოვალეობაა გააკონტროლოს ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის განუხრელად შესრულება და არა განიკითხოს, თუ რა არის სიკეთე და რა - ბოროტება, და გახარიამ ეს მშვენივრად იცოდა. მაშ, რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასაგებად ცოტა უკან დავუბრუნდეთ:
2018 წლის მაისში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტაშს უკრავდა შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ გახარიას, რომელმაც საჯაროდ ბოდიში მოიხადა ნარკოტიკების მომხმარებელი ახალგაზრდობის ეგზალტირებული ბრბოს წინ უსიამოვნებისთვის, რაც მათ მიადგათ თბილისის ერთ – ერთი ნარკობარის დარბევისას პოლიციის რეიდის დროს... დიახ, იმ მომენტისთვის ინციდენტი ამოიწურა, მომიტინ-გეები, რომლებიც შემდგომ სააკაშვილის ბანაკში აღმოჩნდნენ, თავიანთი გამარჯვებით კმაყოფილი დაიშალნენ, და დაიჯერეს, რომ ქვეყნის მთავარი პოლიციელი დარბევის გადაწყვეტილებას არასოდეს მიიღებდა! ეს იყო ხელისუფლების პირველი გამოცდა საქართველოში ახალი რევოლუციის მცდელობის მოლოდინში, რომელსაც ამზადებდნენ ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, ბიძამისი თემურ ალასანია და პარტიული ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გეი-დირექტორი ნიკა გვარამია.
თუმცა ერთი წლის შემდეგ - 2019 წლის ივნისში, "გავრილოვის ღამეს", გახარიამ იგივე, ჩამორიგებული ნარკოტიკებისა და ფულის გამო შეშლილი დაქირავებული ბრბო ტრავმული იარაღის გამოყენებით დაარბია. ეს უკვე იყო ორგანიზებული ბრბო, რომელიც განაწილდა ე.წ. სამოქალაქო მოძრაობებში "შეცვალე", "გაბედე" და "სირცხვილია" გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების მეთაურობით, პარლამენტის შენობის აღებისკენ რომ მოუწოდებდნენ. ყველაზე მეტად მაშინ აქტიურობდა მელია - გრიგოლ ვაშაძის ჩანაცვლებისა და სააკაშვილის ადგილის დაკავების სანუკვარი მიზნით. ნიკანორს ცრემლებამდე სწყინდა, რომ სააკაშვილის უკრაინაში გამგზავების შემდეგ „ენმ“–ს თავმჯდომარედ მუდმივად სხვებს ნიშნავდნენ, ხელჩართულ ბრძოლაში კი ყოველთვის თავად იყო ავანგარდში! კორცხელის ინციდენტის დროს თავში მოხვდა სწორედ მელიას და არა ვაშაძეს, სწორედ მან დააპატიმრა ივანიშვილის ბანკი "ქართუ"– ს საინკასატორო მანქანები, სწორედ ნიკა ჩამოვიდა ფსონად მამის - საქართველოში პირველი კერძო კარდიოკლინიკა "გული“-ს დამფუძნებელი, ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელიას ავტორიტეტსა და ბიზნესს და მასთან ერთად წავიდა სამეგრელოში არჩევნებში სააკაშვილის მეუღლის - სანდრას მხარდასაჭერად! და ნიკამ მიაღწია თავის ოცნებას - გახდა საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე - სააკაშვილის ნაცვლად, რომელიც გულის სიღრმეში სძულს მისი სიმხდალის გამო! ამავდროულად, მელიამ „მიაღწია“, მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე -2 ნაწილებით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (აჯანყება) და მასში მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის (ხელში ჩაგდების) მიზნით, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. თუმცა რუსთაველზე განხორციელებული დარბევისას, როგორც ეს ყოველთვის ხდება საქართველოში, არც ერთი ორგანიზატორი, არც ერთი ოპოზიციის ლიდერი - "დისიდენტი" არ დაშავებულა ...
ახლა კი დავუბრუნდეთ გასული კვირის გახმაურებულ მოვლენებს: მოგეხსენებათ, 2021 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ისევე, როგორც 2018 წელს, არჩევანს აკეთებს ცუდსა და უარესს შორის და, მელიას დაკავების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაბლოკვის შემდეგ, გადადგება. მელიასთვის გამონაკლისის დაშვებით, გახარიას ესმის, რომ მას აღარ აქვს მთავრობის ხელმძღვანელობის უფლება, რადგან ნიკანორმა მართლაც დაარღვია კანონი - უგულებელჰყო აღკვეთის ღონისძიება, კენჭი იყარა დეპუტატად, გადააგდო ელექტრონული სათვალთვალო სამაჯური და უარი განაცხადა გირაოს შეტანაზე. ვინ მისცა პრემიერ–მინისტრს კანონის ინტერპრეტაციის უფლება - აპატიოს ბოროტმოქმედს, როგორც პატრიარქმა, ან შეიწყალოს, როგორც პრეზიდენტმა? როგორც თავად გახარიამ განმარტა, ის ხელმძღვანელობდა უზენაესი განზრახვით - თავიდან აეცილებლად განხეთქილება, რათა "არ გამოიწვიოს კონფრონტაცია და შემცირდეს პოლარიზაცია ქართველ საზოგადოებაში", რაც "საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ერის ერთიანობას". უკაცრავად, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და უნდა არსებობდეს ღრმა განხეთქილება მის ჯანსაღ ნაწილს - კანონმორჩილ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელიც არღვევს კანონს და ისჯება ამის გამო უმრავლესობისგან იზოლირების სახით!
მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი გახარიას აზრით, "ოკუპანტების წინაშე ქართველი ერის ერთიანობისთვის, ქართველებმა ერთმანეთს ყველაფერი უნდა აპატიონ". მაგრამ ეს ხომ „ენმ“–ს დიდი ხნის დეკლარირებული პოზიციაა?! საქართველო, მოგეხსენებათ, აღმოსავლური ზღაპრების ქვეყანაა და აგერ, თბილისში უკვე უცნაური მითქმა–მოთქმა ვრცელდება - ”მილიონი! გახარიამ ნაციონალებისგან სანაცვლოდ მილიონი დოლარი აიღო!". სინამდვილეში, მიზეზი სხვაა. ის რამდენიმეა და პირველი მათგანია "მეგრული სოლიდარობა".
გახარია, ისევე როგორც ყველა ზემოჩამოთვლილი "რევოლუციონერი" - მელია და ცაავა, გვარამია და ალასანია - ეთნიკური მეგრელია, წარმოშობით სამეგრელოდან, სადაც სააკაშვილი უფრო მეტ–ნაკლებად პოპულარულია. გასულ კვირას შემთხვევით როდი გამოაცხადა ზემოხსენებულმა გვარამიამ „ნაცმოძრაობა“ მერაბ კოსტავისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამგრძელებლად - აქაოდა, ახლა ვიღა გაბედავს დაუპირისპირდეს ქართველების გაერთიანებას ჩვენი ეროვნული გმირების - ეთნიკური მეგრელების იდეების გარშემო?!
შრომისმოყვარე მეგრელები მაღალ თანამდებობებს ტრადიციულად იკავებდნენ აფხაზეთში, რომლის მკვიდრ მოსახლეობასაც წარმოადგენენ, და რუსეთში, სადაც გახარიას ჰქონდა და შესაძლოა დღესაც აქვს წარმატებული ბიზნესი. ბიზნესი და კულტურა, მეცნიერება, მედიცინა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა - ყველა ცნობილ მეგრელს ვერც ჩამოთვლი - ჯერ მარტო ლეო ბოკერია რად ღირს! ხოლო ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი გახარია ახალგაზრდა კაცია, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს. შესანიშნავი მეოჯახე, ამიტომაც არ გაერია ცნობილი მეგრული ოჯახის - მელიების უბედურებაში, არ დაარღვია მეგრული სოლიდარობა, არ შებღალა თავისი გვარი. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თავისი ბოლო ნაბიჯის შემდეგ, გახარიას უფლება აქვს "ნაციონალების" ადეკვატური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს! თავისი როლი გახარიას მეუღლის ფაქტორმაც შეასრულა - არა იმიტომ, რომ ისიც მეგრელია, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ექიმია და თუ მისი ქმარი ცნობილი და დამსახურებული ექიმის ვაჟის დაკავების სანქციას გასცემდა, ამას მისი კოლეგები არასოდეს აპატიებდნენ და მის კარიერასაც წერტილი დაესმებოდა!
მეორე, არანაკლებ სერიოზული მიზეზი – წყენაა. რატომ მოხდა, რომ გახარიამ რომელიც უწინ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაგვპირდა, რომ ნაციონალებს „დაასრულებდა”, ხოლო ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ იგი "არსადაც არ მიდის, პირიქით, მოდის", „ქართული ოცნების“ მთელი ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელად, გამოთქვა შემობრუნებული პოზიცია და გადადგა? იმიტომ, რომ გახარია გაუნაწყენდა ბიძინა ივანიშვილს - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა საქართველოში ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა ბიზნესმენი სამ წელიწადში საქართველოს პრემიერ–მინისტრად აქცია (ზუსტად ასე სწყინდა მელიას სააკაშვილისგან, რომ ეს უკანასკნელი მას სათანადოდ არ აფასებდა!). განაწყენდა, რადგან პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა მის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დატოვა არა იგი, მოქმედი პრემიერ–მინისტრი, როგორც ეს უწინ ხდებოდა (პრემიერ– მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი იმავდროულად მმართველი პარტიის თავმჯდომარეები იყვნენ), არამედ ირაკლი კობახიძე. ამრიგად, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პრემიერ–მინისტრი გახარია დარჩა არა მხოლოდ ერთადერთი მფარველის, არამედ გუნდის გარეშეც, რადგან მას არ ჰქონია კარგი ურთიერთობა „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერთან: არც თბილისის მერთან – მმართველი პარტიის გენმდივან კახი კალაძესთან, არც თავდაცვის მინისტრთან - ივანიშვილის ყველაზე ერთგულ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც პარლამენტის ახალ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, არც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და არც პარტიის აღმასრულებელ მდივან მამუკასთან მდინარაძესთან. ამბიციური პრაგმატიკოსი გახარია მათთვის სამუდამოდ დარჩება უცხოდ, ვინც მოსკოვიდან ყველაფერ მზა–მზარეულზე ჩამოვიდა - ივანიშვილის მაშინდელი მრჩევლის - გია ხუხაშვილის რეკომენდაციით, მილიარდერმა კეთილგანწყობით მიიღო და ეგრევე ბიზნესომბუდსმენი გახდა.
ბოლო ნაბიჯით გახარიამ პრაქტიკულად უარყო თავისი როლი "გავრილოვის ღამეს" მელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერების მეთაურობით გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში - აქაოდა, დარბევა, თანაც ტრავმული იარაღის გამოყენებით, ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილაო! თუმცა სწორედ მაშინ მოიპოვა გახარიამ უდიდესი პოპულარობა კანონმორჩილ მოქალაქეებს შორის! ახლა კი აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო ახალი სამოქალაქო ომისგან იხსნა, მისი, გახარიას, ინიციატივა არ ყოფილა... გახარიამ ოჯახის უსაფრთხოება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა - ისევე, როგორც შევარდნაძემ 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ დროს: გახარია არ აპირებს საქართველოს დატოვებას ოჯახთან ერთად, აქ მას ხანდაზმული მშობლები ჰყავს და ქალიშვილი ეზრდება, და არ სურს მათ ვინმემ ოდესმე სახეში მიახალოს: "გახარია - თვალთხარია"!
გახარიას ასევე ეწყინა, როდესაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას არ დართეს ნება, კაბინეტში თუნდაც ერთი მინისტრი შეეცვალა, თუმცა მთავრობის სხდომაზე ზოგიერთი მათგანის მმართულებით მან „ბორჯომის“ ბოთლი ისროლა და მათთან შემდგომი მუშაობა შეუძლებელი გახდა ...
ასე იქცა გახარია თავისიანებში უცხოდ და უცხოებში თავისიანად და დღეს თბილისელები ეკითხებიან: ”ბატონო გიორგი, პრემიერის რანგში თქვენ არ წაგიკითხავთ მთავრობის ადმინისტრაციაში თქვენს სახელზე მოქალაქეებისგან შემოსული არცერთი წერილი. არ ვიცით - თქვენი წასვლა შეასუსტებს თუ გააძლიერებს "ქართულ ოცნებას", მაგრამ თუ საქართველოში გადატრიალების მორიგი მცდელობა წარმატებით დასრულდება, სააკაშვილის ზონდერბრიგადები უკვე შედგენილი სიებს კარდაკარ მიჰყვებიან. აიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას უდანაშაულო მოქალაქეების სისხლზე - მმართველი პარტიის მომხრეებზე, რომლებიც თქვენი წასვლით პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაწირეთ? თქვენ მოუწოდეთ ქართველ ხალხს, აპატიონ "ნაციონალებს" დანაშაულები, რადგან სააკაშვილის რეჟიმის დროს თქვენთვის არ წაურთმევიათ ბიზნესი და სახლი, არ უცემიხართ საპროტესტო მიტინგებზე და ხელკეტებით არ გაუუპატიურებიხართ. თქვენ ხომ წესიერი და ჭკვიანი კაცი ხართ, ბატონო გიორგი, პრაგმატიკოსი, მაშ საკუთარი ხელით რატომ გაანადგურეთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი რიგით მოქალაქეებს შორის? როგორ წარმოგიდგენიათ დამნაშავეების და დაზარალებულების ერთობა?!“.
მე კი უფრო მეტად სხვა რამ მაინტერესებს: რატომ განაცხადა ნიკა მელიამ ასეთი დარწმუნებით - ”თქვენ მე არ დამიჭერთ!”? იმიტომ ხომ არა, რომ წინასწარ ფლობდა დამაიმედებელ ინფორმაციას? თუ კი, საიდან?! და რას შეჰპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსები აშშ-ის ელჩს შეხვედრებზე 18 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე? მათ ხომ არ ჰქონდათ ინფორმაცია გახარიას განზრახვების შესახებ, ისევე როგორც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს? თუ ჰქონდათ?!
მაშ ასე, 2021 წლის 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის 65 წლის იუბილეზე, სააკაშვილის პარტიის ოფისში შეიკრიბა ყველა ქართველი ოპოზიციონერი - 150 ადამიანი და ბუბა კიკაბიძე, რომლებმაც, გახარიას წყალობით, დაიჯერეს, რომ რაკიღა ნიკა მელიას დაკავებისგან დაცვა შეძლეს, მით უფრო შეძლებენ მიშა სააკაშვილის დაცვას თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე! მაგრამ მათი იმედები მოისპო გახარიას თანამდებობიდან გადადგომიდან რამდენიმე საათში, როდესაც დასახელდა ახალი პრემიერ–მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ეს პოსტი უკვე ეკავა 2013–დან 2015 წლამდე და რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თეთრი რაში აჩუქა. ილია მეორემ, თითქოს განჭვრიტა, რომ დღეს ღარიბაშვილს, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ხსნა დაეკისრა, რომლის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, ნებით თუ უნებლიედ, მისი წინამორბედები არყევდნენ, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით დაწესდა ორმაგი სტანდარტები, როდესაც კანონის დარღვევა იქცა ნორმად რაღაც ”ერის ერთიანობის”, ”დასავლური ღირებულებებისა” და ფსევდოდემოკრატიის სახელით. ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდება, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საყოველთაოდ მკაცრად ისჯება, დაშვებული იქნა ხელშეუხებელი პოლიტიკური კასტისთვის - გაერთიანებული ოპოზიციისთვის სააკაშვილის მეთაურობით და პროპაგანდისტული ანტისახელმწიფოებრივი მედიისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის - „გლავკანალის“ ხელმძღვანელობით. ცნობილი სისხლის სამართლის დამნაშავეების – გიგი უგულავას, გია ბარამიძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა რურუას და სხვების - სამართლებრივი დევნა განიხილებოდა პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმის მცდელობად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. იმ მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ პროპაგანდას, აღვივებენ ეთნიკურ შუღლს, აწყობენ საბოტაჟს, ბოიკოტს და მოუწოდებენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ, განიხილებოდა სიტყვის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაზე თავდასხმის მცდელობად.
რა თქმა უნდა, პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილის დროს არ ჩატარდება არავითარიი უკანონო ვადამდელი არჩევნები და მელიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დასახლდა, თუ გირაოს არ გადაიხდის, აუცილებლად დააკავებენ და შესაბამის დაწესებულებაში მიაბრძანებენ.
ღარიბაშვილის ყურადღებას როდი გამოჰპარვია სამხედრო დამნაშავე ოქრუაშვილის ტელეგანცხადება: "თუ სპეცრაზმი მოვა, ჩვენ მას სათანადოდ აღჭურვილნი შევხვდებით!". ესე იგი, „ენმ“–ს ოფისში დიდი ალბათობით ინახება ჯავშანჟილეტები, იარაღი და საბრძოლო მასალები, რომლებიც იქ მიათრიეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოქრუაშვილმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ჭანკოტაძემ და მათმა თანამოსამსახურეებმა, რომლებიც 18 თებერვალს ოფისში კამუფლაჟით იყვნენ.
თუ თეა წულუკიანის ხუმრობამ, რომელმაც პარლამენტში გვარამიას ტელეფონის ნომერი დაასახელა, ევროკავშირის ელჩის მხრიდან ვნებათაღელვა და პროტესტის ქარიშხალი გამოიწვია, მაშინ სააკაშვილის მუქარა (რომელსაც მელიამ ორი კვირის წინ საბოლოო მითითებებისთვის ჩააკითხა) - ”გამოქვეყნდეს სპეცრაზმელების ტელეფონის ნომრები და მისამართები, რომლებსაც ბერკუტელების ბედი ელით!” - ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2021 წლის 22 თებერვალი
საქართველო, თბილისი