საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლებას: ჯერ კიდევ შეგიძლიათ, ეს აბსურდი შეაჩეროთ და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ნიკა მელიასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართულ ოცნებას" ისედაც მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა ჩიხში შეყავს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, მმართველ ძალას პროცესი ისევ უკიდურესი პოლარიზაციისკენ მიჰყავს.

„საქართველო ამდენ რყევას ვეღარ გაუძლებს და ნგრევაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესები მალე შეუქცევადი გახდება. თქვენ, "ქართულ ოცნებას", გინდათ ძალაუფლების სრული კონტროლი, მაგრამ არ გინდათ პასუხისმგებლობის აღება. ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რომ ეს აბსურდი შეაჩეროთ, შეწყვიტოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ. ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ და ეს უალტერნატივოდ არის ვადამდელი არჩევნები!“ , -წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.