უცხოეთი
ნატო-ს თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელებენ

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, შეხვედრის პირველი სესია ფოკუსირებული იქნება ალიანსზე, ასევე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმტკიცებაზე, რაც დაკავშირებულია რუსეთთან.

„თვალსაჩინოა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრებისთვის და მათ შორის აშშ-სთვის. რუსეთი სამხედრო ძალას იყენებს მიზნების მისაღწევად. ისინი იწვევენ ქაოსს და ძირს უთხრიან წლებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების წინ წასაწევად, მაგრამ ამავე დროს პასუხს ვაგებინებთ რუსეთს უგუნურ და აგრესიულ ქმედებებზე და ამ საკითხზე დისკუსიას ველოდებით ნატო-ს წერვებთან“ – განაცხადეს პენტაგონში.

შეგახსენებთ, რომ ნატო თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება. მოლაპარაკებებს პირველად დაესწრება პენტაგონის ახალი მეთაური ლოიდ ოსტინი.

1tv.ge