სამართალი
საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდება

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის დონეზე ახალი შეზღუდვები დაწესდება.

შესაბამისი ცვლილებები გათვალისწინებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელზეც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფს დღეს წარედგინა პირველადი ვერსია, რომლის ცვლილებასაც მხარეები არ გამორიცხავენ. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დროს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის ფოტო ან ვიდეოგადაღება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.