უცხოეთი
ნატოს თავდაცვის მინისტრები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო საქმიანობის დაფინანსების ზრდაზე იმსჯელებენ

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 17-18 თებერვალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო საქმიანობის დაფინანსების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვაპირებ შევთავაზო შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფინანსირების გაზრდის საკითხი. ეს საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ მოკავშირეთა ძალების განთავსებას ჩვენ საბრძოლო ჯგუფებში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, საჰაერო პოლიციის განთავსებას, საზღვაო წვრთნების ჩატარებას“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ასევე აპირებს შესთავაზოს მეზობელი პარტნიორების პოტენციალის ზრდისა და სწავლების გაძლიერება, „რადგან პრევენცია სჯობს ჩარევას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

interpressnews.ge