რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 28 აპრილს ფესტივალის მონაწილეები მიიღო. გუშინდელ კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ შალვაშვილი, ცოტნე ცეცხლაშვილი და ელენე ბერიევა.
საპატრიარქოს რეზიდენციას ებრაელი მომღერალიც სტუმრობდა, რომელიც საქართველოში სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მან სპეციალურად საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის ერთი სიმღერა შეასრულა.
როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, წლევანდელი კონცერტების სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.