უცხოეთი
ალექსეი ნავალნის მეუღლემ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იულია ნავალნაია დომოდედოვის აეროპორტიდან ფრაკფურტში გაფრინდა. მისი გერმანიაში გამგზავრების მიზეზი მედიისთვის უცნობია.

მოსკოვის შერბინსკის სასამართლომ პირველ თებერვალს იულია ნავალნაია, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის გამო 20 ათასი რუბლით დააჯარიმა.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი მასობრივი საპროტესტო აქცია რუსეთში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა. აქციის დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციონერის მეუღლეც.

1tv.ge