აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 15 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თებერვალს გამართულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 364 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 7-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 62 497 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.940%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.940% იყო.