აქტუალური
დეპუტატ მაია მენაღარიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის განცხადებით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

როგორც ვიცი, იგეგმება“,- განაცხადა მენაღარიშვილმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე.

ამასთან, თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული პარლამენტის სხდომისას გასული წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროცესი დამოკიდებულია სამართლებრივ პროცედურებზე. გახარიას თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს პროცესი თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება.