უცხოეთი
ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

”ალექსეი ნავალნის განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელიც ამ საქმეს თვითნებურად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ”, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერში“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

interpressnews.ge