სამართალი
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პარლამენტში მივიდნენ

 საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.

ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრნენ, რითაც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.