აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 35 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თებერვალს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, ხოლო სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, სახაზინო ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა. აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%-ით, მაქსიმალური 8.080%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.026%-ით ით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების აუქციონს, მასში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 42 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.980%, მაქსიმალური 8.040%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.002% იყო.