საზოგადოება
სუბელიანის სამინისტრო ომბუდსმენის ურჩი უწყებების სიაში კიდევ ერთხელ მოხვდა

subeროგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 2010 წლის მოხსენების წარდგენისას განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის ურჩი უწყებების სიაში წელსაც მოხვდა.

მიზეზად ტუღუში იმ ფაქტს ასახელებს, რომ ამ უწყებამ სახალხო დამცველის 60 წერილი უპასუხოდ დატოვა, და რასაც უპასუხა, თითქმის ყველა მათგანი არაადეკვატური იყო.

„როდესაც ვეკითხებით A-ს, გვპასუხობენ B-ს“, – აღნიშნა ტუღუშმა.

აღსანიშნავია, რომ სუბელიანის უწყების გარდა, პრობლემატურ უწყებებად სახალხო დამცველმა პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო დაასახელა.