უცხოეთი
Reuters - ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა შესაძლოა 3.5 წლამდე გაიზარდოს

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადა შესაძლოა 3.5 წლამდე გაიზარდოს. ამ ინფორმაციას გამოცემა Reuters რუს პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, სამშაბათს დილით ნავალნის საკითხს განიხილავენ, რა დროსაც მისი პატიმრობის ვადა შესაძლოა გაიზარდოს.

ნავალნის ბრალს აქტივისტების წაქეზებასა და დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებაში სდებენ.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და მეორე დღეს მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

interpressnews.ge