უცხოეთი
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საფრანგეთი საზღვრებს კეტავს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის საზღვრებს კეტავს. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა გამოაცხადა. ახალი ზომები ძალაში კვირიდან შევა.

„გარდიანის“ ცნობით, ახალი რეგულაციები შეეხება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსაც, თუმცა არა სატვირთო გადაზიდვებს. ზომები მკაცრდება ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ.

მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საფრანგეთი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო კარანტინის მესამედ გამოცხადებას.

1tv.ge