აქტუალური
2020 წლის დეკემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 90.8 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. 2020 წლის დეკემბერში საქართველოში 49 260 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 90.8 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 723 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 3 563, საზღვაო გზით – 755 და სარკინიგზო გზით – 219.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია:

თურქეთი – 19 698 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75.6 პროცენტი; სომხეთი – 9 324 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93.1 პროცენტი; რუსეთი – 4 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 93.3 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 4 358 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 87.7 პროცენტი; აზერბაიჯანი – 3 955 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით -96.8 პროცენტი; უზბეკეთი – 1 842 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +45.3 პროცენტი; უკრაინა – 1 392 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.6 პროცენტი; ბელარუსი – 674 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -71.5 პროცენტი; ყაზახეთი – 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -91.9პროცენტი; ტაჯიკეთი – 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -21.5 პროცენტი; ყირგიზეთი – 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -85.8 პროცენტი; ბულგარეთი – 242 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -69.2 პროცენტი; საფრანგეთი – 208 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -81.8 პროცენტი; აშშ – 195 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.3 პროცენტი; ისრაელი – 192 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -98.6 პროცენტი.