უცხოეთი
სომხეთში საპროტესტო აქციაზე 26 ადამიანი დააკავეს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის დღევანდელ საპროტესტო მიტინგზე, რომლის მონაწილეები კვლავაც პრემიერ - მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, 26 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ხუთშაბათს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს. თუმცა, პოლიციამ მათი მცდელობა აღკვეთა, ოცზე მეტი ადამიანი კი დააკავა.

სომხეთში საპროტესტო აქციების ქვეყნის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები ნოემბრიდან მიმდინარეობს.

interpressnews.ge