უცხოეთი
ნეონაცისტ სტეფან ერნსტს გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ნეონაცისტ სტეფან ერნსტს გერმანელი პოლიტიკოსის, ვალტერ ლუბკეს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ­- ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანკფურტის სასამართლომ 47 წლის ნეონაცისტი ანგელა მერკელის პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრის, ვალტერ ლუბკეს მკვლელობაში დაადანაშაულა.

ვალტერ ლუბკე 2019 წლის ივნისში საკუთარი სახლის ვერანდაზე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჭრილობა ახლო მანძილიდან მიაყენეს. Deutche Welle წერს, რომ პოლიტიკოსი ულტრა-მემარჯვენე ძალებისთვის „საძულველ ფიგურად“ 2015 წლის გამოსვლის შემდეგ იქცა, სადაც მან მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას სირიის ომის ლტოლვილების ქვეყანაში მიღების შესახებ.

interpressnews.ge