უცხოეთი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Orthodoxtimes-ზეა განთავსებული.

„პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის წინააღმდეგ დღეს აიცრა, მას ვაქცინაცია კონსტანტინოპოლში, საუნივერსიტეტო კლინიკა ÇAPA-ში ჩაუტარდა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, პატრიარქმა მადლობა გადაუხადა კლინიკის მედპერსონალს, ისევე როგორც ყველა მათ კოლეგას მსოფლიოში პაციენტების მკურნალობის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის.

„პატრიარქმა მოუწოდა მორწმუნეებს, რაც შეიძლება მალე აიცრან კოვიდ 19- ის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ეს სიკვდილის გამომწვევის ვირუსი შეჩერდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

interpressnews.ge