რელიგია
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს თბილისში ჩამოაბრძანებენ

iveriis_xatiშარშან გაჩნდა იდეა, ათონის მთაზე დაწერილიყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ხატი როგორც მეოხი ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობისა და ერთობისა. ეს სურვილი აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ხატის შექმნისთვის თანხები გაიღო როგორც ქართულმა, ისე აფხაზურმა მხარემ. და აი, 28 აპრილს, ხუთშაბათს, ათონელი მამების მიერ დაწერილი ეს სიწმინდე უკვე თბილისში ჩამობრძანდება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მორწმუნენი მას აეროპორტშიც დახვდებიან და სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც 18.00 საათზე ღვთისმშობლისადმი პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.