საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
გასულ წელს გაჩნდა იდეა ათონის მთაზე დაწერილიყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ხატი, როგორც მეოხი ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობისა და ერთობისა. ეს სურვილი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II.
ხატის შექმნისთვის თანხები გაიღო როგორც ქართულმა, ისე აფხაზურმა მხარემ. და, აი, 28 აპრილს, ხუთშაბათს, 15.45 სთ-ზე ათონელი მამების მიერ დაწერილი ეს სიწმინდე უკვე თბილისში ჩამობრძანდება. მორწმუნენი მას აეროპორტშიც დახვდებიან და სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც 18.00 საათზე ღვთისმშობლისადმი პარაკლისს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს. გთხოვთ შემოგვიერთდეთ.