უცხოეთი
რუსეთმა საკუთარი ვაქცინის რეგისტრაციის თხოვნით ევროკავშირს მიმართა

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა საკუთარი ვაქცინის „სპუტნიკ V”-ის რეგისტრაციის მიზნით ევროპის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფონდი ელოდება, რომ განაცხადის განხილვა თებერვალში მოხდება.

აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ V”-ის შემქმნელებისა და ევროპის სამედიცინო სააგენტოს გუნდებმა სამშაბათს ვაქცინასთან დაკავშირებული სამეცნიერო მიმოხილვა განახორციელეს.

ცნობისათვის, „სპუტნიკ V” რუსეთის გარდა უკვე დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაისა და თურქმენეთში.

interpressnews.ge