საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 465 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 235 130 გამოჯანმრთელდა, 2 973 კი, გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 „პისიარ“ ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა – 58, იმერეთი – 249, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 95, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145, კახეთი – 106, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.​

ამასთან, 18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა.