უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტი კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც იმ დროს ლონდონში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

interpressnews.ge