უცხოეთი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 355 ადამიანს დაუდასტურდა, 729 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 1 885 ტესტი ჩატარდა.

11 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 162 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 150 602 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 941 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 707 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

1tv.ge