უცხოეთი
ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად დაამტკიცა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი -Sakartvelas - ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ ლიეტუვა“ ავრცელებს.

”დოკუმენტში, „სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები“, ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით,“- ნათქვამია რეზოლუციაში.

ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო, თუმცა დოკუმენტებში ოფიციალურ სახელწოდებად ამ დრომდე Gruzija რჩებოდა.

interpressnews.ge