რელიგია
მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ცისანა შარტავას ინფორმაციით, მეუფე ანტონს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

„იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა“,- აცხადებს ცისანა შარტავა.