აქტუალური
გალის რაიონში, ტყეში ხანძრის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის გალის რაიონში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათი ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძრის კერები რამდენიმე სოფელსა და ქალაქ გალის შემოგარენშია.

ამასთან, ტელეკომპანია „გალ ტივის“ ცნობით, ქარი ხანძრის ლოკალიზებას აფერხებს. ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. გამოცხადდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი სახანძრო ჯგუფი და შვიდი სახანძრო მანქანა მონაწილეობს.