უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - მსურს, ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდეს, თუ არ მოგწონთ პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის საკითხი მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება გადაწყდეს.

„მე მსურს ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდეს. ალბათ, ეს თქვენც გსურთ. თუ არ მოგწონთ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, მხოლოდ არჩევნებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ ქარხანა „ჰორიზონტში“ ვიზიტის დროს.

ამასთან, ლუკაშენკომ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა, 2021 წელი ეროვნული ერთიანობის წლად გამოეცხადებინა.

„მინდა დავადასტურო, რომ მე ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე მეჩვენებინა. თუმცა ალბათ ლოგიკურია ადამიანებმა გაიგონ, რომ მე არ ვარ საკუთარი ხალხის და, პირველ რიგში, საკუთარი თავის მტერი“, - განაცხადა ლუკაშენკამ და დასძინა, რომ მას ქვეყანაში მშვიდობა სურს.

interpressnews.ge