უცხოეთი
ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა პირველი იანვრიდან პოლონეთისგან თურქეთმა გადაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი იანვრიდან ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, საერთო ჯამში, 6 400 ჯარისკაცი იმსახურებს, აქედან 4 200 თურქი სამხედრო. ამასთან, წარმოდგენილები იქნებიან ჯარისკაცები ალბანეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, მონტენეგროდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. მას 2019 წელს გერმანია, 2020-ში კი პოლონეთი ხელმძღვანელობდა.

interpressnews.ge