რელიგია
საქართველოს პატრიარქს ინტრონიზაციის 43 წლისთავი მიულოცეს

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. 2020 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წლისთავი მიულოცეს.