აქტუალური
ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ის მსუბუქი ფორმა აქვს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია თვითიზოლაციაში იმყოფება.