რელიგია
საპატრიარქოს განცხადება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, გავრცელებული პანდემიის გამო ა.წ. 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.

მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვეულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.