უცხოეთი
ჰანს კლუგე - კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვითი ზომების გაძლიერება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა.

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი - VOC-202012/01 - ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – წერს ჰანს კლუგე “ტვიტერში“.

მისი განმარტებით, ძირითად დამცავ საშუალებებად ისევ სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და შინ დარჩენა რჩება.

ჰანს კლუგემ ასევე აღნიშნა, რომ წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი ვარიანტი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.

interpressnews.ge