უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 29 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 635 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 29 935 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 963 688-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 635 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 53 096-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ფატალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა პანდემიის დაწყების დროიდან.

რუსეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსისგან 2 370 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

interpressnews.ge