უცხოეთი
აშშ-ში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 359 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 458 373-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანხმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 3 359 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 326 124-ს მიაღწია.

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში განაწილებულია ვაქცინის 9 465 725 დოზა, აქედან 1 008 025 დოზა უკვე გამოიყენეს

interpressnews.ge