უცხოეთი
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიერ ვერანის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა შესაძლოა, საფრანგეთშიც ცირკულირებდეს, თუმცა ბოლოს ჩატარებულ ტესტებში ის არ დაფიქსირბულა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ახალი სახეობა საფრანგეთშიც ცირკულირებდეს“, – აცხადებს ვერანი.

ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი სახეობა 70 პროცენტით სწრაფად ვრცელდება. ამის გამო მსოფლის სხადასხვა ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.

1tv.ge