უცხოეთი
ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ბაიდენმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინა დელავერში, მის სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გაიკეთა.

აცრის შემდეგ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინის უსაფრთხოებაზე, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვაქცინის განაწილების დაწყებისთვის „გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს“.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვაქცინის განაწილებას დრო დასჭირდება და მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ ნიღბები, ასევე უარი თქვან ზედმეტ მოგზაურობაზე შობის პერიოდში.

1tv.ge